17:40 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 14:05:06, 1342 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, საქართველო დატოვა, - ამის შესახე მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ადვოკატის ინფორმავიით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მადრიდში, დედამისთან გაემგზავრა. მისივე განმარტებით, გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გუშინ, გვიან ღამით მას შემდეგ მიიღო, რაც დედის ცუდად ყოფნის შესახებ შეიტყო. 

კითხვაზე - აქვს თუ არა მტკიცებულება დავით ბაგრატიონ-მუხრანლეს, რომ დედა ნამდვილად ავად ჰყავს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ შესაბამის დოკუმენტაციას მას შემდეგ გაასაჯაროებენ, როდესაც ბაგრატიონ-მუხრანელი საავადმყოფოში მივა. 

„როგორც კი ბატონი დავითი ჩავა ესპანეთში, ჯერ გზაშია, ჰოსპიტლიდან მოცემულ ყველა დოკუმენტაციას გავასაჯაროებთ. ის, რომ ასეთი ბრალდებები წამოვიდა მის შვილთან მიმართებაში, ამან იქონია სტრესული გავლენა მასზე, მიიღო ღამით შეტევა და გადაიყვანეს კლინიკაში. პირველი ბატონ დავითს გამოძიებისთვის არ შეუტყობინებია ქვეყნის დატოვების შესახებ, ამაში უკანონო არაფერი იყო, ის არ არის ძებნაში და შესაბამისად მან თავისუფლებად შეძლო საზღვრის გადაკვეთა“, - აღნიშნა ჩხეიძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics