16:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 17:49:37, 1140 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ BOG Fintech-ის განვითარების მიზნით საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს

 „საქართველოს ბანკი“ BOG Fintech-ის განვითარებას განაგრძობს და  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია სტუდენტებში ფინტექ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა. პარტნიორობის ფარგლებში, BOG Fintech ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტურ სტარტაპებს, მათ ვინც ფინტექის მიმართულებით ახალ პროექტებზე იმუშავებენ,  გაუწევს მენტორობას.

BOG Fintech-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობა და ერთობლივი პროგრამის შემუშავება სტუდენტებისათვის ქმნის შესაძლებლობას, იმუშაონ საქართველოს ბანკის თანამშრომლებთან ერთად საკუთარ პროექტებზე და მიიღონ  პრაქტიკული გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს მათი კარიერის სამომავლო განვითარებას ფინანსურ სფეროში.

ინფორმაციისთვის: „საქართველოს ბანკი“ განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა შექმნა სპეციალური პლატფორმა www.fintech.ge .

 

 

 

 

(R)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics