16:29 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 16:03:45, 503 ნახვა

პოლიტიკა
კანონპროექტის თანახმად, პარტიები რომლებიც სიებში 50 % ქალს წარმოადგენენ, დამატებით დაფინანსებას მიიღებენ

პარლამენტსა და საკრებულოებში ქალისა და მამაკაცის ჩართულობა შესაძლოა, დაბალანსდეს. 

დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა პარლამენტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. 

პროექტის თანახმად, ფინანსურად წახალისდება ის პარტია/საარჩევნო ბლოკი რომელსაც თავის პარტიულ სიებში ეყოლება ყოველი მეორე კანდიდატი ერთიმეორისგან განსხვავებული სქესის და მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძოდ, პარტია/საარჩევნო ბლოკი, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 50%-ის ოდენობით. 

როგორც განმატებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მომზადება და მიღება დაკავშირებულია პარლამენტსა და საკრებულოებში გენდერული თანასწორობის დაცვის ხელშეწყობასა და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებასთან. 

„საქართველოში უკანასკნელ წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგები მოწმობს, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა რაოდენობა მინიმალურია და ვერ ასახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ მოთხოვნებს. კანონპროექტის მიზანია, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით თავის მხრივ ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული დისბალანსის დაძლევას და შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics