15:50 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 13:10:03, 1195 ნახვა

საზოგადოება
„დირსის“ შენობაში შეჭრილი დევნილები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან

„დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილი 150-მდე დევნილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და შიმშილობის დაწყებით იმუქრება. 

დევნილების 3 მოთხოვნა აქვთ, კერძოდ - მოიხსნას კომპლექსში საპოლიციო კორდონი, ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცეთ და მედიის წარმომადგენლები შენობაში შეუშვან. 

ამასთან, ისინი დაუყოვნებლივ ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. დევნილების თქმით, ისინი შენობის დატოვებს არ აპირებენ. მათ ულტიმატუმს ვადა საღამოს 18:00 საათზე იწურება.

„იქ მყოფები დამიკავშირდნენ და სამი მოთხოვნა წამოაყენეს. უახლოეს საათებში პოლიციის კორდონების დაშლა. ჩვენი ადვოკატის დაშვება ხალხთან საკომუნიკაციოდ და ჟურნალისტების შეშვება. იქ ადეკვატური ხალხი ზის, რომლებიც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა უსულ-გულობამ. ასევე 3 ქალი, უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. დანარჩენებიც დაიწყებენ შიმშილობას თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არ აქვთ არც წყალი და არც ელექტროენერგია. შენობაში იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. საკვებს ახლობლები აწვდიან", - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა.

ცნობისთვის, დევნილები "დირსში" უკვე მეოთხე დღე იმყოფებიან. ისინი ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. მოგვიანებით განცხადება "დირსის" დირექტორმა გაავრცელა. მისი თქმით, დევნილების შემოჭრის გამო, კომპანიას ზარალი ადგება. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics