15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 23:13:17, 1143 ნახვა

საზოგადოება
აქციაზე ნინო ლომჯარია მივიდა - მონაწილეები ჭავჭავაძის #5-ში მთავრობის წევრების მისვლას ითხოვენ

ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე მივიდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

ლომჯარიამ  განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია აქციაზე ხუთი აქტივისტის დაკავების თაობაზე და მისი აპარატის წარმომადგენლები დაკავებულებს მოინახულებენ.

ვრცელდება ცნობები, რომ პოლიციამ დააკავა ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი იმ დრომდე არ დაიშლებიან, სანამ ჭავჭავაძის 5-ში, იქ, სადაც 31 მარტს ორი მუშა დაიღუპა, მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაღუპულ მუშებზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა დავით სუბელიანი და აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს. 

აქციის მონაწილეები შეიჭრნენ იმ შენობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ 2 მუშა გარდაიცვალა. მათ ტერიტორიის დამცავი ღობე მოშალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics