|
2019-04-01 13:30:42, 1750 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი ზურაბიშვილის განცხადებაზე: ჟენევის ფორმატის შეცვლაზე დისკუსიები უსარგებლოა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ჟენევის ფორმატში ცვლილებებს უკავშირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Rambler.ru ავრცელებს. „ვფიქრობ, ქართულმა მხარემ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელი უნდა მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას. ყველა სხვა საუბარი ფორმატის ცვლილებაზე, მის პროდუქტიულობასა თუ არაპროდუქტიულობაზე უსარგებლოა. ჟენევის დისკუსიის ფარგლებში მთავარი თემა თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაა, თუმცა სამწუხაროდ, ქართული მხარისგან კონსტრუქციულ მიდგომას ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა დაურ კოვემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “აუცილებელია შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა ექნება”.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)