08:47 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 13:31:11, 571 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერის ახლადაღმოჩენილი ფრაგმენტი

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტი ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერის ახლადაღმოჩენილი ფრაგმენტია.

დოკუმენტი XV-XVI საუკუნეებით არის დათარიღებული. შესრულებულია ქაღალდზე, ნუსხურით; საზედაო ასოები - მთავრულითა და სინგურით, შავი მელნით.

ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში, ძველნაბეჭდი წიგნის რესტავრაციისას, ყდაში ხელნაწერების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ეს ფრაგმენტები ორი სხვადასხვა ხელნაწერის - წმიდა მამათა თხრობებისა და  ლიტურგიკული კრებულების შემადგენელ ნაწილებად დაჯგუფდა. ხელის მიხედვით ორივე მათგანი, ამ ეტაპისათვის, XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის ვებგვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics