|
2015-01-22 14:37:59, 3476 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყება
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყება და შვიდ ეტაპად განხორციელდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტვირთბრუნვის შესაძლებლობა წელიწადში 100 მილიონი ტონა უნდა იყოს. მშენებლობა წარიმართება რამდენიმე ფაზად პორტის სიმძლავრის ზრდის ეტაპების მიხედვით - როცა პორტის არსებული ტვირთბრუნდა მიაღწევს პორტის გამტარუნარიანობის 90%-ს, კომპანია ვალდებული იქნება დაიწყოს პორტის მშენებლობის შემდეგი ეტაპი. აქედან გამომდინარე, ინვესტორთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, მშენებლობის კონრეტული ვადები განსაზღვრული არ არის. „ამ პორტის მშენებლობას, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს იქნება დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ანაკლიის პორტი დაახლოებით ორი კვირით შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის ხანგრძლივობას, მაგალითად ჩინეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ევროპამდე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პორტს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს 6500 და უფრო მეტი კონტეინერით დატვირთული დიდი მოცულობის გემები, რაც საქართველოში, ჯერჯერობით პრობლემას წარმოადგენს. პორტში შეიქმნება რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი და მოზიდული იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის ინვესტიციები. ეს პროექტი ძალიან წაადგება არამარტო ანაკლიის და ზოგადად, სამეგრელოს რეგიონს, არამედ მთელს საქართველოს და საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა ირმა ქავთარაძემ. ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანია მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვლინდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)