18:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 17:47:59, 1522 ნახვა

პოლიტიკა
მურუსიძე - როგორ შეიძლება „კლანი“ ვუწოდოთ მათ, ვინც სტრასბურგში მიმართვიანობა 11-ჯერ შეამცირა

კლანზე საუბარი გამორიცხულია - ეს არის სასამართლო კორპუსი, რომელმაც იგრძნო, რომ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლეთა კორპუსის „კლანად“ მოხსენიება არასწორია, რადგან მათი წყალობით11-ჯერ შემცირდა სტრასბურგში მიმართვიანობა.

„არავითარი „კლანი“ სასამართლო სისტემაში არ არსებობს. კლანი დანაშაულთან ასოცირდება. 2012 წლის შემდეგ ამ ე.წ. კლანმა, იუსტიციის საბჭომ და მთლიანად სასამართლო კორპუსმა დადო ისეთი შედეგები, რომელიც არ ჰქონია სასამართლო სისტემას არსებობის ისტორიაში. როგორ შეიძლება კლანი ვუწოდოთ იმას, რომელმაც 11-ჯერ შეამცირა სტრასბურგში საქმეების რაოდენობა. სასამართლო კორპუსმა იგრძნო, რომ არის ხელისუფლება, არის დამოუკიდებელი“, - განაცხადა მურუსიძემ.

  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics