12:35 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 17:28:10, 1047 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N29 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო მოედანი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა განათების სისტემა, დამონტაჟდება საბაღე სკამები და შესაბამისი ინვენტარი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა სახის ხე-მცენარით და ლითონის ღობით შემოისაზღვრება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ, რომელთაც ინფრასტრუქტურული პროექტები დეტალურად გააცნეს.

„მიმდინარე წელს, დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მათ შორის, დაგეგმილია ათამდე დასასვენებელი სივრცის მოწყობა. მოსახლეობის დიდი სურვილია და ჩვენთვისაც მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც შეიძლება ბევრი ლამაზი, კომფორტული, გამწვანებული ადგილი მოეწყოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „ტაო“ ახორციელებს, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 41 604 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, 3 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა.

საგზაო სამუშაოებს შპს „სკინჩი“ ასრულებს.

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics