12:35 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 16:47:41, 1045 ნახვა

საზოგადოება
აგვისტოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობით და წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ ოჯახებს გადაეცა.

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტების გადმოსვენება მიმდინარე წლის 19 მარტს განხორციელდა. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ განხორციელდა სამარხის გახსნა და ნეშტების ექსგუმაცია.

ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა.

90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტის, ასევე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ფუნქციონირებს სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics