12:35 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 12:56:32, 1000 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზ მამალაძის ძმა - მამა გიორგის სამარხვო საკვებს არ აწვდიან

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან სამედიცინო დაწესებულების პერსონალი მას მხოლოდ ისეთ საკვებს აწვდის, რომელიც სამარხვო არ არის.

თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზი იძულებულია, საკვები მაღაზიაში შეიძინოს. იმ შემთხვევაში კი თუ მას ამის შესაძლებლობა არ ექნება, მას იძულებითი შიმშილობა მოუწევს.

„მე-18 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს ჩემს ძმას სამარხვო საკვებით მომარაგებას. ამიტომაც ჩემმა ძმამ უარი განაცხადა მე-18 დაწესებულების საკვების მიღებაზე. როდესაც ღუდუშაურის კლინიკადან გადაჰყავდათ ჩემი ძმა მე-18 დაწესებულებაში, ოჯახს პირობა მოგვცეს, რომ სათანადო მკურნალობას გაუწევდნენ იმ მძიმე დაავადებასთან დაკავშირებით, რაც ჩემს ძმას დაემართა. მაგრამ ვხედავთ, რომ ელემენარული ყურადღებაც კი არ ექცევა. ამიტომაც ვითხოვთ ჩემი ძმის იმ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც სიცოცხლე შენარჩუნდება“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics