|
2019-03-26 10:32:04, 1505 ნახვა
რეგიონი
შუახევში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მიმდინარეობს
შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის უშუალო დავალებით, მუნიციპალიტეტში აქტიური კონტროლი მიმდინარეობს გასულ წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მიზნად ისახავს საგარანტიო პერიოდის გამოყენებით წარმოშობილი ხარვეზებისა და დაზიანებების აღმოფხვრას. მონიტორინგის მიზნით, დღეს შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, კომისიის წევრებთან ერთად, დღვანის წყალსადენზე იმყოფებოდა, სადაც საფილტრი დანადგარები გასულ წელს შპს ,, ეკო ლაინმა“ მოაწყო და ჩამხჩობი ჭების დამონტაჟების შემდეგ, მისი ქსელში ჩართვის ვალდებულებაც სამუშაოების მწარმოებელს ხელშეკრულების შესაბამსად გააჩნია. დღეის მდგომარეობით სამი გამწმენდი ნაგებობიდან უკვე ჩართულია ერთი, ხაბელაშვილები - ხიჭაურის წყალსადენზე,ხოლო დარჩენილ ორის ჩართვასთან დაკავშირებით შემსრულებელ კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ თუ გონივრულ ვადაში არ გამართავს დღვანისა და ღომის მაგისტრალზე საფილტრ დანადგარებს მის მისამართით განხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებები. ასევე წერილი გაეგზავნა და გონივრული ვადა მიეცა დაზიანებების აღმოსაფხვრელად შპს ,,ალსოფს“, რომელმაც წყალსაყრის ადმინისტრაციული სახლი ააშენა. მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და შემოწმდება ყველა ის პროექტი, რომლებსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდი არ გასვლია. პარალელურად მერია, ყველა სამშენებლო პროცესს გაუწევს კონტროლს. ყურადღება გამახვილდება პროექტების განხორციელების ვადებსა და სამუშაოების ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)