21:59 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 16:43:24, 765 ნახვა

სამართალი
პროკურატურის მიერ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ დასაშვებად სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე  პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქმის წინასასამართლო განხილვის დროს არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მხოლოდ ნაწილი დაუშვა და საქმე წარმართა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 6 ივლისს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ,  ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალდების გამოტანა მოხდა სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. 
აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics