|
2015-06-22 16:16:43, 1029 ნახვა
სამხედრო
PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები შესაძლოა, აღარ გაიყიდოს
PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები, რომლებიც ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, შესაძლოა, აღარ გაიყიდოს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ვერტმფრენები არ გაიყიდება, ჯერჯერობით არ შეუძლია თქმა, რომელი უწყება გამოიყენებს მას. თუმცა, ხიდაშელი ამბობს, რომ ვერტმფრფენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია. "ის, რომ ეს ვერტმფრენები ამდენი ხანი გაჩერდა, იმიტომ, რომ არ გაიყიდა, უკვე დამატებითი ხარჯებია. ამიტომ, შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ გადაკეთდეს და სამხედრო საქმიანობისთვის იყოს გამოყენებული, ან გადაკეთდეს და სამაშველო შესაბამისმა უწყებებმა წაიღონ-გარემოს დაცვამ, საზღვარმა, ან არვიცი. ყოველშემთხვევაში, გადაწყვეტილება ამ ვერტმფრენებთან დაკავშირებით მისაღებია",-აღნიშნა თინა ხიდაშელმა. ამასთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განმარტებით, თანამედროვე ფრანგული ვერტმფრენები- ძლიერი, ძვირი, მრავალ უნქციური ვერტმფრენებია, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გამოადგება. "ის ვერტმფრენები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის ძალიან თანამედროვე, აღჭურვილი უახლესი ნავიგაციისა და ავიონიკის საშუალებებით, მას შეუძლია საკმაოდ მნიშვნელოვცანი ამოცანების შესრულება.ის ვერტმფრენი, რომელიც მოწყობილია ე.წ. ვიაპი ტრანსპორტირებისთვის, საცოდაობაა იმის დაშლა და გამოფატვრა და გადაკეთება, რადგან ეს ყველაფერი დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, მეორე ვერტმფრენი, რომელიც არსებობს, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია, თუ იქნება შესაბამისი პირობები. ჩვენ გვყავს მომზადებული ეკიპაჟები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები, კონცეფციები, გათვლები და აღნიშნულმა ვერტმფრენებმა შესაძლებელია, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაიკავონ თავისი საჭირო ადგილი",-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. ეს განცხადებები ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე გაკეთდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის, განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ ანგარიში ჩააბარეს.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)