|
2019-03-22 10:26:45, 2032 ნახვა
რეგიონი
ოლადაურის მოსახლეობამ პრიორიტეტები განსაზღვრა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის ჯუმუშაურის, ოლადაურის, მაწყვალთისა და კარაპეტის სოფლებში კრებები გაიმართა. პრიორიტეტების შერჩევის პროცესს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, მერის წარმომადგენელი ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ვახტანგ ფუტკარაძე და მერის წარმომადგენლის თანაშემწე ავთანდილ ნაკაიძე ესწრებოდნენ. შუახევის მერმა ადგილობრივებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და მასში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა და ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო, რაც მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში განხორციელდება გარდა სოფლის მხარდაჭერით განსახორციელებელი მცირემასშტაბიანი პროექტისა. შეხვედრებზე კენჭისყრის შედეგად მოასახლეობამ შემდეგი პრიორიტეტები განსაზღვრა: ჯუმუშაური - სანიაღვრე არხის და გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა; ოლადაური - გარე განათების ქსელის მოწყობა; მაწყვალთა - გარე განათების ქსელის მოწყობა; კარაპეტი - არსებული გარე განათების ქსელის დასრულება და წისქვილის რეაბილიტაცია; სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალ ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის გორის, მახალაკიძეების, პაპოშვილების სოფლებში და ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართება. შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები 14 მარტს დაიწყო და ხვალ დასრულდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)