14:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 12:28:44, 452 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და არგენტინას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი

მიმდინარე წლის 22-26 ივნისს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ ამერიკის სამ ქვეყანას ეწვევა: არგენტინის რესპუბლიკას, ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკასა და ჩილეს რესპუბლიკას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც აღინიშნა, რეგიონალური ტურის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობაზე.  
"ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 
ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია როგორც რეგიონში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისკენ, ისე პოლიტიკური სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისაკენ.  
ტურნეს ფარგლებში პირველი ვიზიტი შედგება არგენტინაში, კერძოდ ბუენოს-აირესში. მინისტრი შეხვედრებს გამართავს არგენტინის ვიცე-პრეზიდენტთან და სენატის თავმჯდომარესთან ამადო ბუდუსთან და საგარეო საქმეთა და კულტთა მინისტრთან ექტორ ტიმერთან",-განმარტეს საგარეო უწყებაში.
მათივე ინფორმაციით,  ვიზიტის ფარგლებში  ხელი მოეწერება შეთანხმებათა პაკეტს: „საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“. 
ასევე არგენტინა და საქართველო ხელს მოაწერენ შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ეკონომიკის საბაჟო და საგადასახადო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
24 ივნისს,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკას. შეხვედრები გაიმართება  ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან და სენატის თავმჯდომარესთან, რაულ სენდიკთან. ასევე ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნინ ნოვოასთან.  ვიზიტის დროს ასევე გაფორმდება შეთანხმება ურუგვაისა და საქართველოს შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.
განხორციელდება საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩილეს რესპუბლიკაში, სადაც გაიმართება შეხვედრები ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერალდო მუნიოსთან და ჩილეს ეროვნულ კონგრესში. ასევე მოეწერება ხელი ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics