02:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 15:45:57, 1446 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს

იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მინისტრმა დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო:

„საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც გამოძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის - პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ეს რეფორმა პასუხობს ძალიან ბევრ გამოწვევას. დღემდე ისმოდა შენიშვნები არაერთ საქმეზე, ჩვენ რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება", -  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics