|
2019-03-20 12:54:45, 1860 ნახვა
რეგიონი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შუბანში კრებები ჩატარდა
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, მერის მოდგილე ომარ ტაკიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები შუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. შეხვედრები შუბანის, იაკობაურის, კობალთის, ქუთაურის, ტომაშეთის, დარჩიძეების და წელათის მოსახლეობასთან გაიმართა. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალები აქტიურად არიან ჩართულები. "პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. მნიშვნელოვანია ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და სოფლის პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. შეხვედრებზე გადაწყდა, რომ იაკობაურის მოსახლეობა პროექტის ფარგლებში წყლის პრობლემას მოაგვარებს, დარჩიძეებში, ტომაშეთში, შუბანში გარე განათება მოწესრიგდება, წელათში სასაფლაოების შემოღობვა გადაწყდა, ხოლო ქუთაურსა და კობალთაში გზასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)