05:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 19:51:30, 1516 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - კვაჭანტირაძემ კარგად იცის იმ კომიტეტის უსაქმურობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა

„ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ თანამდებობაზე უნდა გქონდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კვაჭანტირაძე მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა.

„ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, საქმიანობა არა, უფრო უსაქმურობა და თან ეს კარგა ხანს გრძელდება. ამ კომიტეტის სრული გაჩერება ემთხვევა პერიოდს, რაზეც ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია. ზვიადმა გადაწყვიტა, საერთოდ არ იმუშაოს, განათლებული კაცია და ხმამაღალი განცხადებები არ შეეშლება. იყო მის მიმართ მოთხოვნები და გაზრდილი იყო მომართვები ჩვენი დიასპორის, რომლებიც მეტ აქტიურობას ითხოვდნენ ჩვენგან და მთავრობისგანაც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს, პლენარულ სხდომაზე, მმართველმა გუნმდა ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხი დააყენა, თუმცა ვერ შეძლო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics