02:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 17:03:01, 1397 ნახვა

სამართალი
მარიამ ჯაში სქესობრივ დანაშაულში მხილებულთა განათლების სისტემაში დასაქმების პრევენციის შესახებ შსს-ს კანონპროექტს პოზიტიურად აფასებს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ისახავს მიზნად.

„ჩვენი კომიტეტის მანდატს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტში ზოგადი განათლების, ასევე სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების დაწესებულებებში და პროფესიული განათლების სისტემაში იმ პირთა დასაქმების პრევენციას, რომლებიც იყვნენ ნასამართლევი სქესობრივი დანაშაულისა და ძალადობის მუხლებით. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას. საბავშვო ბაღებში, სკოლებში და კოლეჯებში ვერ დასაქმდებიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნასამართლევი შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით და ამასთანავე ძლიერდება მონიტორინგის მექანიზმი. სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა ვალდებულია, რომ გაძლიერდეს დაკვირვების მექანიზმები. ბუნებრივია, ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი დანაშაულები იყოს მაქსიმალურად შემცირებული და აღმოფხვრილი საგანმანათლებლო სისტემაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics