13:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-17 12:32:57, 1469 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე წამების კვალია აღმოჩენილი მას დღეს დაკრძალავენ

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ მსხვერპლს, ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ. იგი სენაკის საკათედრო ტაძარშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიაზე ფიზიკური ძალადობა მოხდა. ის ელექტროშოკით აწამეს, რამაც გულის შეტევა გამოიწვია; სწორედ ამ ექსპერტიზაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება გამოძიება და დადგება თუ არა საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი. ნათესავების ცნობით, ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. კერძოდ, მათი თქმით, კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის თავის და ზურგის არეში. თუმცა, ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ არა.

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ცენტრ ემპატიას" წარმომადგენელია ჩართული. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics