|
2019-03-16 19:53:53, 2223 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. „ტურიზმის მდგრადი განვითარება ნიშნავს იმას, რომ სწორი და ინტეგრირებული პოლიტიკის განხორციელებით ქვეყანა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე გრძელვადიან პერიოდში იღებს ეკონომიკურ სარგებელს. საერთაშორისო ტენდენციების გაანალიზებით, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის მდგრადი განვითარება მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის მასშტაბს ამცირებს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე და დამსწრე საზოგადოებას 2019-2025 წლების ტურიზმის სტრატეგია გააცნო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების და სერვისების გაუმჯობესების კონცეფცია მიმოიხილა, სეზონი შეაჯამა და მარკეტინგული სტრატეგიის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია. ბათუმში გამართულ შეხვედრას ტურისტული სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები და გიდები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)