01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-16 12:38:02, 1616 ნახვა

სამართალი
მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში, გ.მ-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა ს.პ-ს და პ.მ-ს, რომლებიც მიყენებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.   

„სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 11 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირისა)  და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა  სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics