|
2019-03-13 17:18:29, 1661 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახური - ოთახში მარტო ყოფნისას ირაკლი კვარცხელიამ თავი ჩამოიხრჩო
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი კვარაცხელია "საზღვარის უკანონო კვეთის ბრალდებით" დააკავეს. მათივე ცნობით, მან თავი მოიკლა. 2019 წლის 10 მარტს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია დააკავეს, რომელმაც აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. საბუთების შესადგენად ირაკლი კვარაცხელია სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში გადაიყვანეს. ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე სამედიცინო პერსონალი გამოიძახეს, თუმცა კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მომხდარის გარემოებების გამოძიებას კი რუსეთის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ ქართულ მხარესთან ცხედრის გადაცემის საკითხის განხილვა უკვე მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)