22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 15:20:16, 2075 ნახვა

სამართალი
შსს-მ ზუგდიდში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ექსპრესვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ვ.ც., 1985 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ვ.ჭ. დააკავეს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, კომპანია "ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილ ერთ-ერთ მარკეტში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე მარკეტის პერსონალს და დაცვის თანამშრომელს. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაიმტვრა სხვადასხვა სახის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით სავსე ბოთლები.

სამივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics