22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 15:32:32, 1843 ნახვა

სამართალი
NGO-ები: მამუკა ხაზარაძის განცხადება სახელმწიფოს მიტაცების ნიშნების შესახებ ეჭვებს ამყარებს

16 არასამთავრობო ორგანიზაცია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საკომიტეტო მოსმენის დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

როგორც NGO-ების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ

"თუ ხაზარაძის განცხადებას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ის კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ მიერ არაერთხელ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობის ნიშნებისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისთვის.

ეს ტენდენცია არსებითად შეუთავსებელია დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს. აქედან გამომდინარე, და რადგან არ გვაქვს იმედი რომ სამართალდამცავი უწყებები მოახდენენ მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე ადეკვატურ რეაგირებასა და მიუკერძოებელ გამოძიებას მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს - შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის დეტალურ შესწავლას საჯარო სხდომებზე.

ამასთან, მოვლენებისათვის მეტი სიცხადის მოსაფენად, მნიშვნელოვანია მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი.

მზად ვართ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე შევხვდეთ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი სურვილის შემთხვევაში", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, საზოგადოება და ბანკები, მსოფლიო გამოცდილება საქართველისთვის, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics