22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 10:40:45, 1740 ნახვა

სამართალი
ევროსაბჭომ EUROJUST-სა და საქართველოს შორის შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირის საბჭომ EUROJUST-სა და საქართველოს შორის შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-ი შეთანხმებას გააფორმებს. უახლოეს დღეებში დოკუმენტს საქართველოს მხრიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოაწერენ ხელს.

ევროპარლამენტში საქართველოსა და EUROJUST-ს შორის შეთანხმების გაფორმების საკითხზე კენჭისყრისას  საქართველოსთან შეთანხმების გაფორმებას მხარი დაუჭირა 555-მა დეპუტატმა, 29 წინააღმდეგი იყო, ხოლო 20-მა თავი შეიკავა.

„EUROJUST-თან შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს უფრო სწრაფად და ეფექტურად ითანამშრომლონ დანაშაულის გამოძიებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალება იქნება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

2017 წელს, შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე EUROJUST-მა სიღრმისეულად შეისწავლა საქართველოს სამართალდაცვით სფეროში პერსონალური მონაცემების დაცულობის თავსებადობა ევროკავშირის რეგულაციებთან. მხოლოდ აღნიშნულზე დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდა შეთანხმების გაფორმების საკითხი.

EUROJUST  სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა,  რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. ევროკავშირის წევრი თითოეული სახელმწიფო EUROJUST-ში წარმოდგენილია მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (აშშ, ნორვეგია, შვეიცარია და აშ). შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს,  როგორც პარტნიორ სახელმწიფოს,   ანალოგიური შესაძლებლობა  მიეცემა“, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics