04:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 14:39:49, 424 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს, ჯოზეფ ლიბას და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მენეჯერს, კატერინა ნიცოვას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან ერთად შეაფასეს ოლიმპიურ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები.  აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, ოლიმპიურ ობიექტებზე სამუშაოები არ შეფერხებულა. ჯოზეფ ლიბას  განცხადებით, მათ დაათვალიერეს ოლიმპიური ობიექტები და დარწმუნდნენ, რომ თბილისი მზად არის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics