22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-03 11:25:20, 1761 ნახვა

სამართალი
ბათუმის საავადმყოფოში პაციენტების მნახველებს შორის ჩხუბის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, პაციენტების მნახველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს ორი ადამიანი ცივი იარაღით დაიჭრა.

საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის განცხადებით, ერთ დაჭრილს ჩაუტარდა ოპერაცია, მეორეს კი ამჟამად უტარდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტში კიდევ 5 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც მსუბუქი დაიზანებები მიიღეს და სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებიათ, მათივე თქმით, ფაქტზე დაკავებულია 5 პიროვნება.

შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics