|
2019-03-01 22:31:05, 7723 ნახვა
High - Tech
იაპონელებმა შექმნეს რობოტი, რომელიც ტაძარში ცხოვრობს და წირვას ატარებს -ექსპრესვიდეო
კიოტოში არსებული ტაძრის კოდაიძის ბერმთავრებმა ოსაკას რობოტმშენებლობის უნივერსიტეტს უცნაური თხოვნით მიმართეს, შეექმნათ ქალღმერთი ქანონის (მიტევების ქალღმერთი ბუდიზმში) გარეგნობის მქონე ანდროიდი-წერს The Telegraph. რობოტის შექმნა უნივერსიტეტს 100 მილიონი იენა (დაახლოებით 1 000 000 $) დაუჯდა. ანდროიდმა პირველი წირვა კოდაიძის 400 წლიან ტაძარში თებერვლის თვეში უკვე აღავლინა. ტაძრის ადმინისტრაციის თქმით, რობოტის წირვებს რეგულარულ ხასიათი მიეცემა. ქანონის მარცხენა თვალში ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რაც მას აუდიტორიასთან ვიზუალური კონტაქტის დამყარებაში ეხმარება. აგრეთვე ცნობილია რობოტის გაბარიტები-ქანონის სიმაღლე 2 მეტრი და 2 სანტიმეტრია, ის 59 კილოგრამს იწონის. ანდროიდის "კანი" სილიკონისგან და პოლიმეტებისგან დამზადებული ელასტიური ნაზავია, მაგრამ ის მას დიდად არ სჭირდება, რადგანაც "კანით" რობოტის მხოლოდ ზედა ნაწილის უმეტესობაა დაფარული, ხოლო ქვედა ნაწილი მთლიანად მექანიკურია. ცნობილია, რომ ქანონი წირვებს იაპონურ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე წაიკითხავს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)