17:51 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 14:55:57, 515 ნახვა

რეგიონი
ზურაბ თენიეშვილი კონფერენციას „სმენის დაზიანება - გლობალური გამოწვევა და სახელმწიფოების როლი“ დაესწრო

თბილისში, ფონდი აურესის და შპს კინდსმენას ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „სმენის დაზიანება - გლობალური გამოწვევა და სახელმწიფოების როლი“.

კონფერენციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი დაესწრო და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სმედაქვეითებულ და სმენაპროთეზირებულ მოქალაქეთა კუთხით ახორციელებს:

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა;

სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია.

კონფერენცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის სმენის მსოფლიო დღის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სმენის დაზიანების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მართვის მნიშვნელობაზე, სამომავლოდ, ქვეყანაში სმენის დაზიანების მართვის სტანდარტების დასანერგად.

კონფერენციის მხარდამჭერები: შპს კინდსმენა, (სმენის დაქვეითების მქონე პაციენტების დიაგნოსტირებისა და მათი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Kind Hörgerete-ს შვილობილი კომპანია საქართველოში) კოხლეარული იმპლანტის მწარმოებელი კომპანიები Med-El-ი და Cochlear, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის წარმომადგენლები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics