|
2015-06-19 11:58:15, 2838 ნახვა
სამართალი კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებას მათი იმიჯის შენარჩუნების მცდელობად აფასებს
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პროკურატურის გადაწყვეტილება ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის პატიმრობის გაუქმების თაობაზე გარდაუვალი იყო. ვინაიდან, როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის მიმდინარეობის პროცესში პროკურატურამ ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც საზოგადოებამ უარყოფითად მიიღო. მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით პროკურატურა ახლა იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს. „ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ პროკურატურას არ გააჩნდა აბსოლუტურად არანაირი სამხილი და მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მაღალჩინოსნები დამნაშავეები არიან. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ პროკურატურამ ძიების პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რომელიც საზოგადოების მხრიდან ძალიან ნეგატიურად იქნა მიღებული. ისინი გარკვეულწილად ცდილობენ პროკურატურის იმიჯის შენარჩუჯებას, თუმცა მთავარია ის რომ ბიჭები იქნებიან თავისუფლებაზე“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)