00:18 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 12:27:16, 829 ნახვა

საზოგადოება
უახლოეს პერიოდში საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება

უახლოეს პერიოდში საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გარემოს დაცვა და მწვანე ეკონომიკის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, საჭიროა საკითხისადმი  კომპლექსურად მიდგომა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

„უმოკლეს ვადებში ჩვენ  შევიმუშავებთ საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმას.ამ საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, გეგმის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელიც წამოადგენს საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს და მას პირადად მე ვუხელმძღვანელებ. აქ იქნებიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი დღესვე მისცემს კონკრეტულ დავალებას  საბჭოს წევრი  უწყებების ხელმძღვანელებს,  რომ საქართველოს მასშტაბით გაკეთდეს სასმელი წყლით  მომარაგების სიტუაციური ანალიზი  და გაიწეროს   სამოქმედო გეგმა   ამ  მიმართულებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics