|
2019-02-25 10:35:41, 510 ნახვა
რეგიონი
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ დროისთვის წყალგამანაწილებელი არხის 9 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები; ამ დროისთვის მიმდინარეობს მილხიდების, მონოლითური ბეტონის წყალგამშვები ჭებისა და ღარების საყრდენი ფილების მონტაჟის სამუშაოები. ტერიტორია დაფარული იყო მცენარეებითა და ბუჩქნარით, ამორტიზებული არხი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა. ტერიტორიის გაწმენდისა და მოწესრიგების პარალელურად, ეწყობა საექსპლუატაციო გზა. სამუშაოებს გაეცნო შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია. ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხის ახალმოწყობილი მონაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამატებით 325 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს. პროექტი დასრულების ეტაპზეა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)