|
2019-02-22 16:25:58, 1057 ნახვა
საზოგადოება
რამიშვილი დეკანოზის გადაყვანაზე: პირადი ექიმი იყო წინააღმდეგი - ადამიანი სასაკლაოზე წაიყვანეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ციხის საავადყოფოში გადაყვანა მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე მოხდა. როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადვოკატებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დალაპარაკებოდნენ. მან აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ღუდუშაურის კლინიკიდან გაყვანა დაჩქარებული წესით მოხდა. "ამას გადაყვანა არ ჰქვია, ამას ჰქვია მოტაცება. როგორც მოიტაცეს პირველად მამა გიორგი აეროპორტიდან, ისე მოიტაცეს დღეს საავადმყოფოდან. ეს ყველაფერი მოხდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ისე რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მობრძანებული ექიმი, რომელიც ძალიან მონდომებით ითხოვდა, რომ ეს პროცედურა დაჩქარებულიყო და მამა გიორგი გადაეყვანათ მე-18 დაწესებულებაში. ამ ზეწოლის ფონზე შემიძლია ვთქვა, რომ ღუდუშაურის კლინიკის პერსონალი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი აღმოეფხვრა. მისი პირადი ექიმიც კი, ამ ზეწოლის პერიოდში ცუდად გახდა. ამას ესწრებოდა ჩემი კოლეგა ბატონი დავით ჯანდიერი, ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ყველა გზა გადაუკეტეს, რომ ადვოკატებს მასთან ურთიერთობის საშუალება არ გვქონოდა. დღევანდელი მისი გადაყვანა არის პირდაპირი მიზანი, რომ მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქროს. ასეთი ქმედებებით უკვე მარტო დეკანოზის სიცოცხლეს კი არ ელის საშიშროება, არამედ ნებისმიერს ვინც ამ საქმეში ვართ ჩართული. გარკვეული პირები, რომლებიც ასე ბოგინობენ საპატრიარქოდან თუ საერო პირებიდან, უნდათ, რომ ეს საქმე ფატალური შედეგით დაასრულონ. პირადი ექიმი იყო წინააღმდეგი. ადამიანი წაიყვანეს სასაკლაოზე", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან, სადაც ის 14 თებერვლიდან მკურნალობდა, ციხის საავადყოფოში გადაიყვანეს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)