|
2019-02-22 13:33:51, 1010 ნახვა
რეგიონი
ბიბილოვი: მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ის მზად არის საქართველოს ახალ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს, - ამის შესახებ ბიბილოვმა გაზეთ "იზვესტიასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბიბილოვმა განმარტა, მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ საქართველოს ხელუსუფლება ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელს. "სანამ ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის მიმართ პოლიტიკას არ შეცვლიან, ჩვენი ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდება. მე-11 წელი დაიწყო რაც ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გამოავლინეს და ქართული მხარე მაინც არ აწერეს ხელს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს. ეს მიგვანიშნებს, რომ ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან და ყველაფერი გარე ძალებით ხდება. ამიტომ, ახალს არაფერს ველით, პრინციპში ეს ქვეყნის განვითარებას ხელს არ უშლის. გვყავს სტრატეგიული პარტნიორი, ეს რუსეთია და ყველაფერს ვაკეთებთ მასთან უფრო ფართო ინტეგრაციისთვის. მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ან თუნდაც შუამავლების მეშვეობით მოხდეს ეს დიალოგი", - განაცხადა ბიბილოვმა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ე.წ. საზღვარზე ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)