14:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 18:04:38, 3169 ნახვა

სამხედრო
საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადასროლისწინა საჩვენებელი სწავლება გაიმართა

საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადასროლისწინა საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ და პრაქტიკულ სწავლებებში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობას გაეცნენ.

„ალგეთში“ ავღანეთში გადასროლისწინა მომზადებას საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე ქვეითი ბატალიონი გადის, რომელშიც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. დღეს მათ სწავლების ფარგლებში გამართულ ჩხრეკა-კორდონის ოპერაციაში ავღანეთის ადგილობრივი მოსახლეობა განასახიერეს.

დრამის ფაკულტეტის დეკანი გიორგი შალუტაშვილი, რეჟისორები - გიორგი სიხარულიძე და იოსებ ნემსაძე საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებსა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს გაესაუბრნენ.

43-ე ქვეითი ბატალიონი საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ შუალედურ შეფასებას გადის. სწავლებას სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების მომზადების ცენტრი, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ხელმძღვანელობს. საველე წვრთნები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, კონტაქტზე რეაგირებასა და სხვა სამშვიდობო ამოცანას მოიცავს. ბატალიონის სწავლება საქართველოში 22 თებერვალს დასრულდება. საქართველოში შეფასების შემდეგ, გადასროლისწინა სწავლების ფარგლებში, სამხედროები დასკვნით სწავლებას გერმანიაში გაივლიან, შემდეგ კი, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics