|
2019-02-18 16:49:46, 694 ნახვა
რეგიონი
სამეგრელოს რეგიონში ფერემერებისთვის კონსულტაციების გაწევა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის აბაშის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ფერმერებს თხილისა და მრავალწლოვანი კულტურების გასხვლა-ფორმირების, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების აგროტექნოლოგიის კუთხით კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაღები და საკარმიდამო ნაკვეთები დაათვალიერეს, საჭირო ლიტერატურა გადასცეს და აგრარული სფეროს სიახლეები და სახელმწიფო პროგრამები გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება და 2018 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 150 სოფელში 7500-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია. სამეგრელოს რეგიონში მობილური ექსტენციის მეორე ეტაპის ფარგლებში, 18-დან 21 თებერვლის ჩათვლით, ფერემერებთან შეხვედრები მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში გაიმართება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)