01:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 01:07:28, 1569 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სადაც პირველი პირი არის პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი არ უნდა იყოს წარმოდგენილი

„იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი, რომელიც არის სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაური და სახელმწიფოს პირველი პირი, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხი არის წმინდა სამართლებრივი და ამასთან დაკავშირებით, მსჯელობა გაიმართება.

 „ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით მსჯელობა. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი, რომელიც არის სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაური და სახელმწიფოს პირველი პირი, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა, მზად ვართ, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ განვიხილოთ ყველა ეს საკითხი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics