|
2015-06-18 13:32:59, 827 ნახვა
სამართალი
ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე სამშობიაროს დამფუძნებელი, დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებების მოქმედებების შედეგად ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე „რუსთავის სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე დააკავა. დაკავებული სამი ბრალდებულის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშა მიცემული დანაშაულში მონაწილე 6 პიროვნება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა განიზრახეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნული პირები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს სთავაზობდნენ თანხის სანაცვლოდ ახალშობილი ბავშვის მიტოვებას, რომლის გასხვისებასაც შემდგომ თავად უზრუნველყოფდნენ. საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 5 000 დოლარი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)