|
2019-02-15 12:03:32, 944 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებს ტრენინგი უტარდებათ
„ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვა აჭარაში“ - პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებს ტრენინგი უტარდებათ. ტრენინგის მიზანია ბავშვთა განვითარების საკითხების, ამ კუთხით არსებული ახალი კვლევებისა და შეფასების კრიტერიუმების ახალი ელექტრონული პლატფორმის გაცნობა. საპილოტე პროექტი აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება და 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვას გულისხმობს. კერძოდ, პროექტი გულისხმობს ბავშვიანი ოჯახების დახმარებას ბავშვთა მოვლის საკითხებზე მათი სწავლების გზით. განვითარების პრობლემების, ქცევითი ან სოციალური შეფერხების რისკების მქონე და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და ასევე ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვების ადრეული გამოვლენას და რეფერალს მათი საჭირო სერვისებში ჩართვის მიზნით. პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებში 170 სოფლის ექიმს გადაეცემა პლანშეტი.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)