19:33 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 13:05:04, 1104 ნახვა

საზოგადოება
ილიაუნიში პროტესტი გრძელდება - სტუდენტებმა ადმინისტრაციას ვადა 19:00 საათამდე მისცეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებელში ჩატარებულ რეორგანიზაციას 10 დღის განმავლობაში აპროტესტებენ. სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, ბიზნესის სკოლა გაუქმდა და ახალი ფაკულტეტის - მენეჯმენტის, ტექნოლოგიების განვითარების ფაკულტეტს შეუერთდა.

სტუდენტები ბიზნეს სკოლის აღდგენას და დეკანის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ. მათ ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სპეციალური საბჭოს მოწვევა მოსთხოვეს, სადაც საკითხის განხილვა მოხდება. 

სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიგა ზედანიას ვადა 19:00 საათამდე მისცეს. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციებს გააგრძელებენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელმძღვანელი პირების გადადგომის საკითხი დააყენონ. 

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული რეორგანიზაცია, სტუდენტების სასარგებლოდ განხორციელდა და ამის შესახებ მათ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდეს. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics