18:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 16:21:33, 1733 ნახვა

სამართალი
„ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე“ - ია კერზაიას შვილი პროკურატურაში იმყოფება

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩაა კერზაია დედამისის გარდაცვალების გარემოებებზე პროკურატურას ჩვენებას აძლევს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საგამოძიებო უწყებას, მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, მათ შორის გაყალბებულ დოკუმენტაციასაც მიაწვდის.

ამასთან, ბაჩანა შენგელია, გამომძიებლებს გადასცემს ვიდეოჩანაწერსაც, რომლის შინაარსიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

„ეს საქმე არის შესაძლო ზეწოლის საქმე და პოლიტიკური დევნის საქმე, შესაბამისად ბუნებრივია ყველა დოკუმენტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია უკავშირდება ამ საქმეს და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია ეს ყველაფერი. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ მას რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია იმ ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და დევნამ და ტერორმა, რაც განახორციელეს მის საჯარო სკოლაში, რამაც სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის გაუარესება და სამწუხაროდ გარდაცვალება გამოიწვია,“-განაცხადა ია კერზაიას შვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics