|
2019-02-13 15:01:40, 691 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილედ ნონა ეფაძე დაინიშნა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილედ ნონა ეფაძე დაინიშნა. ნონა ეფაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის გზით შეირჩა. დაწესებულების თანამშრომლებს ხელმძღვანელის ახალი მოადგილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვს მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ წარუდგინეს. ნონა ეფაძეს აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებაში საქმიანობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს: 2006 - 2007 წლებში იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანმდაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2007 წლიდან დღემდე - აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსი. ნონა ეფაძეს დამთავრებული აქვს ქ. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი; მიღებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატები ზოგად ჰიგიენასა და ეპიდემიოლოგიაში. გავლილი აქვს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გამოყენებითი ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების სამხრეთ კავკასიის 2 წლიანი რეგიონალური პროგრამა. ნონა ეფაძე პარალელურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას - ის გახლავთ აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) პროგრამის მენტორი საველე ეპიდემიოლოგიაში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)