|
2015-01-22 11:05:13, 2419 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე პროკურატურიდან ინფორმაციის გაჟონვას გამორიცხავს
„გამოვრიცხავ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურიდან რაღაც ინფორმაცია გასულიყო, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი ინფორმაცია გამჟღავნდებოდა, ვიდრე ეხლაა ცნობილი“,-ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, განახლებული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ახალი დეტალები, როგორც იური ვაზაგაშვილისთვის, ისე ადვოკატებისთვის იყო ცნობილი. „განახლებული გამოძიების ფარგლებში, საქმის ახალი დეტალები ცნობილი იყო, როგორც ბატონო იურისთვის, ისე ადვოკატებისთვის. ხოლო რაც შეეხება იმ პირველად გამოძიებას, ის სრულიად გაყალბებული იყო, ანუ წლების განმავლობაში საქმეზე გაკეთდა ყველაფერი, რომ ყველა მტკიცებულება ყოფილიყო ფალსიფიცირებული, რათა საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში და საქმე შეეკერათ“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ მოპოვებულია არა ერთი ახალი მტკიცებულება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ პროკურატურამ საქმეზე წარმოადგინოს ფაქტები, თუ რა მოხდა რეალურად 2006 წელს. „ჩატარებულია საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოები, მოპოვებულია არა ერთი ახალი მტკიცებულება, რომელიც ცვლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც წინა გამოძიების დროს იყო დადგენილი. ჩატარებულია არა ერთი ექსპერტიზა. აქ არის არა მარტო ბუთურიძის ჩვენებები, აქ არის მთელი რიგი ჩვენებები, რომლებმაც წარმოაჩინა საქმეში ახალი რეალური ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მთლიანად ცვლის საქმის არსს და რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინოს ის ფაქტები, თუ რეალურად რა მოხდა 2006 წელს“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ განცხადა, რომ დარჩენილია გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უახლოს მომავალში დასრულდება და რის შემდეგადაც საზოგადოებისთვის გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)