|
2019-02-09 12:48:24, 1333 ნახვა
საზოგადოება
ქალი ლიდერები თეთრ სახლში - ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს, მათ შორის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს მიმართა. მან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს აშშ-ის მთავრობის ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა. ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება. "უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით, ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის და ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით, რომ ვუთხრა ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს, რომ ისინი ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო უკეთესობისკენ ცვლიან. მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტიორი ვარ. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ. ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ბატონო პრეზიდენტო,თქვენი მეტაურობით, აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს. მსურს ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი პროექტები, როელსაც საქართველოში ახორციელებთ ნამდვილად მასშტაბურია. ქალებს აქვს მომავალი და მთელ მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირადად გითხრათ. აშშ-ის პროექტების მონაწილეთა სახელით, მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ", - მიმართა ნინო ზამბახიძემ ამერიკის პრეზიდენტს. თავის მხრივ დონალდ ტრამმა მას მადლობა გადახაუდა: "ძალიან დიდი მადლობა, ამას ძალიან ვაფასებ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)