|
2019-02-06 11:07:20, 585 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ
აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანადგომით, ჰუმანიტარულ დახმარება გადაეცათ. ამ მიზნით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ოთხ ოჯახს ეწვივნენ. მისიის ფარგლებში ჰუმანიტარული ამანათი უკვე გადაეცა ხულოსა და შუახევის მოსახლეობას, პროცესი ეტაპობრივად გრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამანათები მოიცავს 106 ათასი ლარის ღირებულების ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ასევე ბავშვებითვის. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჰუმანიტარული ტვირთი უსასყიდლოდ კომპანია „ელსივაიკიკი გე“-გან მიიღო. „ჩვენს ქვეყანაში, წითელი ჯვარი თავის საქმიანობას, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია, კერძოდ, ეხმარება უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვით და ორიენტირებულია ადამიანთა ტანჯვის შემსუბუქებაზე. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში თავის საქმიანობებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, 1918 წლიდან ახორციელებს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)