|
2019-02-04 16:43:50, 742 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ პატარებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაბის ბაგა-ბაღში იმყოფებოდა. ახლად გარემონტებული ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერა და აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა. „ვულოცავ ბაგა-ბაღის ყველა პატარასა და აღმზრდელს სააღმზრდელო პროცესის განახლებას და ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ წელს. ჩვენი მიზანია ყველა ბავშვმა გაიაროს ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რასაც სააღმზდელო დაწესებულებაში მიღებული პირველადი განათლება ქვია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვებს და მასწავლებლებს ჰქონდეთ კომფორტული პირობები“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
დაბის ბაგა-ბაღში განახლებული ინფრასტრუქტურით 110 აღსაზრდელი ისარგებლებს. შენობაში შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, გადაიხურა შენობის სახურავი, გარემონტდა შიდა და გარე ფასადი, მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, აშენდა საქუაბე და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 225 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბილდ მენეჯმენტი“ ახორციელებდა, რომელსაც 10-ამდე ადგილობრივი ჰყავდა დასაქმებული. დღეის მდგომარეობით შუახევში 11 ბაგა-ბაღი და 6 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბუთურაულის ბაგა-ბაღზე, ახალი ბაგა-ბაღი შენდება ხაბელაშვილებში, დაგეგმილია ჯაბნიძეებში ბაღის მშენებლობა და რამდენიმე ალტერნატიული ჯგუფის გახსნა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)