|
2019-02-04 12:12:00, 571 ნახვა
რეგიონი
მთიან აჭარას ახალი ტურისტული მიმართულება დაემატება
მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზანიც შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულების ჩამოყალიბება, ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმისა და ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულების პოპულარიზაციაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა შუახევის მერთან და პროექტის სამუშაო ჯგუფთან ერთად ჭვანის ხეობა მოინახულა და პროექტით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. „ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა ტერიტორიის განვითარების დეტალური კონცეფციისა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს. განვითარების გეგმაში აისახება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს. ჭვანის ხეობა გამორჩეულია კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით, რაც ხეობის განვითარებისა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას მრავალფროვანი ტურისტული პროდუქტები თითოეულ მუნიციპალიტეტში, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გახდის აჭარას ტურისტებისა და სტუმრებისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ტურიზმის ყველა თანამედროვე მოთხოვნას უპასუხებს და მათი განხორციელების პირველი ეტაპი 2019-2021 წლებში დასრულდება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)